Tuesday, March 16, 2010

პროექტის გეგმა





1.პროექტის სახელი:"ჩვენ გვიყვარს მუსიკა."

2.პროექტის მოკლე აღწერა: პროექტი ხელს შეუწყობს, სკოლაში აღსდგეს მოსწავლეების  მუსიკალური ცხოვრება. გაერთიანდნენ ერთი ინტერესის მქონე ბავშვები და იმუშაონ ერთი მიზნისათვის.

3.პროექტის სრული აღწერა: პროექტის ხანგრძლივობა ერთი სასწავლო წელია, თუმცა პრეზენტაცია მოხდება ყოველ ერთ თვეში. სკოლაში  გამოკითხვის საშუალებით პროექტში მონაწილე ჯგუფი დაადგენს პოპულარული და ნაკლებად პოპულარული მუსიკალური ჟანრების შესახებ. ერთი წლის განმავლობაში თითოეულ ჟანრს დაეთმობა ერთი თვე და ერთ თვეში პროექტში მონაწილე მეორე ჯგუფი იმუშავებს არჩეულ ჟანრშიმოღვაწე მოსწავლეების გამოვლენაზე და საუკეთესოს შერჩევაზე. მესამე ჯგუფი ინფორმაციას მოაგროვებს და დაალაგებს ინტერესის მიხედვით. მეოთხე ჯგუფი იმუშავებს სტუმრებისა და ჟიურის შერჩევა მოპატიჟებაზე.  ორ კვირიანი მოსამზადებელი სამუშაოს შესრულების შემდეგ დაიწყება პრეზენტაციისთვის მზადება, რომლისთვისაც ჩამოყალიბდება ქვე ჯგუფები. არჩეულ ჟანრში მოღვაწე მოსწავლეს ეყოლება თავისი ქქვე ჯგუფი ანუ "ფან-კლუბი", რომელიც იზრუნებს შემსრულებლის პოპულარიზაციაზე და რეკლამირებაზე, შემსრულებლის იმიჯზე და სიმღერის ქორეოგრაფიულ გაფორმებაზე. ორ კვირიანი საპრეზენტაციო მზადების შემდეგ გაიმართება პრეზენტაცია, სადაც ჟიური აარჩევს შემდეგ ნომინაციებს:

საუკეთესო ვოკალი.

საუკეთესო ფან-კლუბი.

საუკეთესო იმიჯი.

საუკეთესო ქორეოგრაფიული თანხლება.

      მოწვეული სტუმრები გამართავენ დისკუსია-ლექციას კითხვა -პასუხის სახით ომ ჟანრის შესახებ, რომელიც არჩეულია იმ დღეს.

4. მონაწილეთა ასაკი: 15 წელი (მე-10 კლასი.)

5.ვადები/ხანრძლივობა:როექტის ხანგრძლივობა ერთი წელი და პრეზენტაცია ყოველ თვეში.

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კლასში დაამზადებენ სარეკლამო ბუკლეტებს, საინფორმაციო გაზეთებს, საგულშემატკივრო და შესაფასებელ ღიმილებს. მოიძიებენ და კლასში დაახარისხებენ ინტერესის მიხედვით ინფორმაციას.

7.მოსალოდნელი შედეგები: დაიხვეწება მოსწავლის მუსიკალური გემოვნება, გაიცნობს მისთვის უცნობ მუსიკალურ ჟანრებს და ჩამოუყალიბდება მოსმენის კულტურა.

8.სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლის გონება დაკავებული იქნება საინტერესო საქმის კეთებით და ნაკლები დრო დარჩება ქუჩისათვის. სკოლის ღონისძიებისათვის მზად იქნება რამოდენიმე მუსიკალური ნომერი.

9.სამუშაო ენა: ქართული.

10. მონაწილეები სხვა სკოლიდან: თუ სკოლაში არ ღმოჩნდება რომელიმე ჟანრში მოღვაწე საკმარისი წარმატებული მოსწავლე მოწვეულნი იქნებიან სხვა სკოლიდან.

11.საგნებთან კავშირი: ინტეგრირება იქნება ისტ-თან და სახვით ხელოვნებასთან.( ინფორმაციის მოძიება, დამუშავება. კოსტიუმების მონახაზის შექმნა, სარეკლამო ბუკლეტების გაფორმება დასხვა...)

12.პროექტის ფასილიტატორი: ასმათ ძოწენიძე.

13.ფასილიტატორის ელ. ფოსტა:asmatdzotsenidze@gmail.com

14. პროექტის ფორუმი:

15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: